﻿მნიშვნელოვანია: ეს შეთანხმება წარმოადგენს საბოლოო მომხარებლის სალიცენზიო შეთანხმებას თქვენსა და HONOR Device Co., Ltd. (შემდგომში "HONOR") შორის, რომელიც უზრუნველყოფს Honor Suite (ამ "პროგრამული") გამოყენებას. ინსტალაციის ღილაკზე დაჭერა მიუთითებს, რომ ყურადღებით წაიკითხეთ ამ შეთანხმების შინაარსი და ეთანხმებით ყველა აქ მოცემულ პირობას.

1. გამოყენების სფერო
ეს შეთანხმება ვრცელდება მხოლოდ Honor Suite-ზე. ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები არ ვრცელდება სხვა პროგრამებზე.

2. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები
ამ პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ინტელექტუალური საკუთრების უფლება HONOR- ს ეკუთვნის და დაცულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონებით, საერთაშორისო საავტორო უფლების შესახებ ხელშეკრულებებით და სხვა მოქმედი კანონებით და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მარეგულირებელი ხელშეკრულებებით.

3. ლიცენზიის მოქმედების არეალი
3.1 ეს პროგრამული უზრუნველყოფა უფასოა. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ, დააყენოთ და გამოიყენოთ ეს პროგრამა შეუზღუდავი რაოდენობის მოწყობილობებზე არაკომერციული მიზნით.
3.2 თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ, გააგზავნოთ და გაავრცელოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფა შეუზღუდავი რაოდენობის მოწყობილობებზე არაკომერციული მიზნით. თუმცა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ ამ პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ასლი, მათ შორის ამ პროგრამული უზრუნველყოფის ყველა ასლი, რომელიც გაგზავნილია ან განაწილებულია, არის სრული სახით და შეიცავს ამ პროგრამით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას, მათ შორის ელექტრონულ დოკუმენტაციას, საავტორო უფლებების შესახებ შენიშვნებს, სავაჭრო ნიშნებსა და ამ შეთანხმებას.

4. გამოყენების შეზღუდვა
4.1 თქვენ არ შეგიძლიათ შეცვალოთ მისი მექანიზმი, განახორციელოთ კომპილაცია ან გააუმჯობესოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფა. გარდა ამისა, თქვენ არ შეგიძლიათ დაარედაქტიროთ პროგრამული უზრუნველყოფის ფაილებში არსებული ნებისმიერი რესურსი.
4.2 თქვენ არ შეგიძლიათ დააქუცმაცოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ან ჩააშენოთ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ნაწილობრივ ან მთლიანად სხვა პროგრამული სისტემებში.
4.3 თქვენ არ შეგიძლიათ წაშალოთ ნებისმიერი საავტორო უფლების შესახებ განცხადება ან შენიშვნა, რომლებიც მოცემულია ამ პროგრამაში.
4.4 თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროგრამა ნებისმიერი სხვა პროგრამული უზრუნველყოფის ან აპლიკაციების შემუშავების მიზნით.
4.5 თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ პროგრამის ნებისმიერი ფუნქცია, რათა განახორციელოთ რაიმე უკანონო საქმიანობა.
4.6 HONOR იტოვებს ყველა სხვა უფლებას, რომელიც არ არის თქვენთვის მონიჭებული ამ ხელშეკრულებით.

5. პასუხისმგებლობის უარყოფა
5.1 ეს პროგრამა არის წარმოდგენილი "როგორც არის". HONOR არ იძლევა გარანტიებს ამ პროგრამული უზრუნველყოფის მიერ მომსახურების დროულობასა და სიზუსტეზე.
5.2 ამით თქვენ აღიარებთ, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული სერვისები შეიძლება არ ფუნქციონირებდეს შესაბამისად უკონტროლო გარემოებებიდან, კომპიუტერულ ვირუსების, ჰაკერული შეტევების, სისტემის შეუთავსებლობიeს და სხვა დაუზუსტებელი მიზეზებიდან გამომდინარე. HONOR არ აგებს პასუხს ნებისმიერი დანაკარგზე, რომელიც შეიძლება დადგეს მონაცემების უზუსტობის ან მონაცემების დაკარგვის გამო, რაც არ არის HONOR-ის ბრალი.

6. გამოყენების შესახებ ინფორმაცია
6.1 ამ პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციები მოითხოვს, რომ Honor Suite იყოს დაინსტალირებული თქვენს ტელეფონში. მოთხოვნილი სერვისების შესასრულებლად, ამ პროგრამამ შეიძლება მოითხოვოს ტელეფონის ზოგიერთ მონაცემებზე წვდომა, მათ შორის, ზარების განხორციელება, ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და კონტაქტებზე წვდომა.
6.2 ეს პროგრამული უზრუნველყოფა განკუთვნილია მხოლოდ ისეთ ტელეფონებზე საინსტალაციოდ, რომელიც იყენებს ოფიციალურ HONOR ოპერაციული სისტემას. HONOR არ იძლევა გარანტიას ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხზე იმ მომხმარებელთათვის, ვინც ამ პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას ახორციელებს მოწყობილობებზე, რომლებიც არ იყენებენ ოფიციალურ HONOR ოპერაციულ სისტემას. 
6.3 HONOR-მა შეიძლება პერიოდულად გამოუშვას პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები. სერვისების მუდმივი მიწოდების უზრუნველსაყოფად, პროგრამული უზრუნველყოფის ეს ვერსია უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ტელეფონში დაყენებულ Honor Suite- ის ვერსიას.

7. შეწყვეტა
თუ არ დაემორჩილებით წინამდებარე შეთანხმების წესებსა და პირობებს, HONOR და/ ან მისი ლიცენზიანტები იტოვებენ უფლებას შეწყვიტონ ეს შეთანხმება ნებისმიერ დროს. ამ შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ამ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება და წაშალოთ ყველა პროგრამა და ნებისმიერი დაკავშირებული მონაცემები, რომლითაც თქვენ დააყენეთ ან დააკოპირეთ თქვენს კომპიუტერში. 

8. შეზღუდული გარანტია
8.1 წინამდებარე შეთანხმებაში პირდაპირ მოცემული გარანტიების გარდა, HONOR არ იძლევა სხვა გარანტიებს, გამოხატავს ან გულისხმობს მათ, მათ შორის, და არა მხოლოდ გარანტიებს, სავაჭრო და ვარგისიანობის კონკრეტული მიზნით.
8.2. HONOR არ იძლევა გარანტიებს მესამე მხარის უფლებების შელახვის შესახებ.

9. შეზღუდული პასუხისმგებლობა
9.1 HONOR არ აგებს პასუხს და არ იძლევა გარანტიას გამოშვებული პროგრამული უზრუნველყოფით გამოწვეული გაუთვალისწინებელი გარემოებების, ბოროტად გამოყენების ან ამ პროგრამული უზრუნველყოფის არასანქცირებული მოდიფიკაციის შედეგად დამდგარ შედეგებზე. 
9.2. HONOR არ აგებს პასუხს ამ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ნებისმიერი შემთხვევითი, არაპირდაპირი ან უსიამოვნო ზიანისათვის, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ ბიზნესის მოგების დაკარგვაზე, ბიზნესის შეწყვეტაზე, ინფორმაციის ან მონაცემების დაკარგვაზე. HONOR პასუხს არ აგებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარი ზიანის შესაძლებლობას იძლევა. 

10. ვერსიის განახლებები
10.1 HONOR იტოვებს უფლებას გადაწყვიტოს, გამოუშვას თუ არა ამ პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიის განახლებები მომავალში.
10.2 თუ სალიცენზიო შეთანხმების ცვლილება არ მოხდება, ეს შეთანხმება კვლავ ვრცელდება ამ პროგრამული უზრუნველყოფის განახლებულ ვერსიებზე.
10.3 თუ ეს პროგრამული უზრუნველყოფა განახლებული ვერსიად არის მონიშნული, უნდა შეასრულოთ ეს შეთანხმება.

11. წერილობითი კომუნიკაციები
ამ შეთანხმებასთან დაკავშირებული ყველა კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს წერილობით.

12. სხვადასხვა
12.1 თუ ევროკავშირში მცხოვრები მომხმარებელი ხართ, ეს შეთანხმება რეგულირდება გერმანიის კანონებით. ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული თქვენსა და HONOR-ს შორის ნებისმიერი დავა განსახილველად გადაეცემა სასამართლოს გერმანიაში. თუ თქვენ ხართ სხვა ქვეყნის ან რეგიონის მომხმარებელი, ეს შეთანხმება რეგულირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონებით. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წამოიშვას ამ შეთანხმების საფუძველზე, უნდა მოგვარდეს მეგობრული მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ დავა ვერ გვარდება მოლაპარაკების გზით, იგი განსახილველად გადაეცემა Shenzhen Longgang რაიონის სახალხო სასამართლოს სამარლებრივად დარეგულირების მიზნით.
12.2 არ შევიდა ძალაში ზეპირი შეთანხმებები.
12.3 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი დებულება გამოცხადება ძალადაკარგულად ან არ შევა ძალაში რაიმე მიზეზით, მთლიანად ან ნაწილობრივ ან არღვევს ნებისმიერ მოქმედი კანონმდებლობას, აღნიშნული დებულება ითვლება ბათილად. თუმცა, სხვა დებულებების მოქმედების პერიოდი და ნამდვილობა არ უნდა იქნას ძალადაკარგული.
12.4 HONOR-ს შეუძლია დროდადრო განაახლოს ან შეცვალოს ეს შეთანხმება და გამოგიზავნოთ მოდიფიცირებული ვერსია კანონით დაშვებული საშუალებებით. თუ არ ეთანხმებით ამ შეთანხმების HONOR-ის მიერ მოდიფიცირებულ ვერსიას, თქვენ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ამ პროგრამული უზრუნველყოფით სარგებლობა. თუ თქვენ კვლავაც იყენებთ ამ პროგრამას HONOR- ის განახლების მიღების შემდეგ, ეს მიუთითებს, რომ თქვენ ეთანახმებით HONOR-ის მიერ ამ შეთანხმების მოდიფიცირებას.

13. სრული შეთანხმება
ეს შეთანხმება და მისი დანართები წარმოადგენენ საგანთან დაკავშირებულ მხარეებს შორის შეთანხმებას და ცვლის ნებისმიერ წინა წარმოდგენილ ან ნაგულისხმევ წარმომადგენლობას და/ან შეთანხმებას ამ საგანთან დაკავშირებით. ეს შეთანხმება შეიცავს ყველა იმას HONOR-ის ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
