ძვირფასო მომხმარებლებო,
Huawei Device Co., Ltd. და მისი კორპორატიული აფილიატები მთელი მსოფლიოს მასშტაბით („Huawei“ ან „ჩვენ/ჩვენი“) აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობა თქვენთვის და სრულად მობილიზებული არიან თქვენი კონფიდენციალურობის დასაცავად. გთხოვთ, არ გაუგზავნოთ ან მიაწოდოთ Huawei-ს რაიმე კონფიდენციალური ან პერსონალური მონაცემი, სანამ სრულად არ გაეცნობით, გაიაზრებთ და დაეთანხმებით ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკას („წინამდებარე პოლიტიკა“).
ეს პოლიტიკა შექმნილია, რომ დაგეხმაროთ:
1) როგორ იყენებს Huawei თქვენს პერსონალურ მონაცემებს
2) როგორ იყენებს Huawei ქუქი-ფაილებს და მსგავს ტექნოლოგიებს
3) როგორ ასაჯაროებს Huawei თქვენს პერსონალურ მონაცემებს
4) როგორ მიიღოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე და დაარედაქტიროთ და შეცვალოთ ისინი
5) როგორ იცავს Huawei თქვენს პერსონალურ მონაცემებს
6) როგორ ამუშავებს Huawei ბავშვების პერსონალურ მონაცემებს
7) გარე პროვაიდერები და მათი სერვისები
8) პერსონალური მონაცემების გადაცემა საერთაშორისო მასშტაბით
9) როგორ ხდება ამ პოლიტიკის განახლება
10) საერთაშორისო მომხმარებლები
11) როგორ დაუკავშირდეთ Huawei-ს
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე პოლიტიკა ვრცელდება მხოლოდ Huawei-ს მომხმარებლის დონის ელექტრონულ პროდუქტებზე, მაგ., მრავალფუნქციურ ტელეფონებზე, სმარტფონებზე, პლანშეტებზე, სახლის მოწყობილობებზე, მონაცემთა ბარათებზე, კომპიუტერულ აპლიკაციებზე, ხელსაწყოებზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ვებსაიტებსა და სერვისებზე, რომლებიც მითითებულია ამ პოლიტიკაში ან რომელთა ბმულები მოცემულია ამ პოლიტიკაში.
ეს პოლიტიკა აღწერს, როგორ უვლის Huawei პერსონალურ და პირად მინაცემებს და როგორაა Huawei მონდომებული, დაიცვას თქვენი კონფიდენციალურობა. თუმცა, მხოლოდ ეს პოლიტიკა არ იქნება საკმარისი მონაცემთა დამუშავების ყველა საკითხის მოსაგვარებლად. ამიტომ Huawei მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას, რომელიც სპეციფიკურია პროდუქტებისა და სერვისებისთვის, როგორც ამ პოლიტიკის დამატება, რათა მუდამ გქონდეთ უახლესი ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების სხვა მიზნების შესახებ. გირჩევთ, წაიკითხოთ წინამდებარე პოლიტიკა და დამატებითი დოკუმენტები, რათა უკეთ გაეცნოთ კონფიდენციალურობის წესებს, რომლებიც ვრცელდება გარკვეულ პროდუქტსა და სერვისზე.
პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ინფორმაციას, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება ინდივიდუალურად ან სხვა ინფორმაციასთან ერთად და რომელიც გროვდება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების პროცესში, როგორიცაა სახელი, დაბადების თარიღი, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ტელეფონის ნომერი, ანგარიშის ნომერი, ფოტო და ადგილი და დრო, თუ სად და როდის იყენებს პირი ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებსა და სერვისებს. Huawei აგროვებს და იყენებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ წინამდებარე პოლიტიკაში მითითებული მიზნებით. ქვემოთ მოცემულია ჩვენ მიერ შესაგროვებელი პერსონალური მონაცემების და მათი შესაძლო გამოყენების მაგალითები:
1) რომელ პერსონალურ მონაცემებს აგროვებს Huawei
ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ სხვადასხვა ტიპის პერსონალური მონაცემები, მაგ., თქვენი სახელი, პროფილის სურათი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტის მისამართი, ასაკი და მდებარეობის დეტალები. ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ტიპის პერსონალური მონაცემების მაგალითები, რომლებიც შეიძლება შეგროვდეს ჩვენ მიერ.
(ა) ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ გვაწვდით - ჩვენი რამდენიმე სერვისი საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ანგარიშები ან პროფილები. ჩვენ შეიძლება მოგთხოვოთ ანგარიშის აუცილებელი ინფორმაციის მითითება, როგორიცაა თქვენი ელფოსტის მისამართი, მიწოდების მისამართი, ტელეფონის ნომერი, პროდუქტის ინფორმაცია, შეძენის დრო და გადახდის მეთოდი. თუ Huawei სერვისებს იყენებთ მეგობრებისთვის შიგთავსის გასაზიარებლად, შესაძლოა, დაგვჭირდეს თქვენი მეგობრების საკონტაქტო ინფორმაცია, მაგ., მათი სახელი, პროფილის სურათი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი. ზოგიერთი ჩვენი სერვისი საშუალებას გაძლევთ, კომუნიკაცია იქონიოთ სხვა ადამიანებთან და გაუზიაროთ მათ ინფორმაცია. ასეთი კომუნიკაცია და გაზიარებული ინფორმაცია უსაფრთხოდ და დაცულად დამუშავდება. თუ მოწყობილობაში ან პროგრამაში შეცდომებია, შეგიძლიათ გაუგზავნოთ Huawei-ს ინფორმაცია შეცდომების შესახებ.
(ბ) ინფორმაცია თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების შესახებ - ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ სისტემის და პროგრამის მონაცემები თქვენი მოწყობილობებიდან, მათ შორის მოწყობილობის სახელი, სისტემის და პროგრამის ვერსიები, რეგიონისა და ენის პარამეტრები, მოწყობილობის ვერსიები, მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომრები (IMEI, ESN, MEID და SN), ინფორმაცია მოწყობილობის გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ (როგორიცაა იმ რეგიონის ID, სადაც მდებარეობს თქვენი მოწყობილობა), თქვენი სერვისის პროვაიდერის ქსელის ID (PLMN), ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ პროგრამებს და IP მისამართი, რომელსაც იყენებთ ინტერნეტზე წვდომისთვის. ჩვენ შეიძლება, ასევე, შევაგროვოთ ჟურნალის ინფორმაცია, როგორიცაა თქვენ მიერ ჩვენი სერვისების გამოყენების დრო და ხანგრძლივობა, თქვენ მიერ სერვისებში შეყვანილი საძიებო მოთხოვნის სიტყვები და ინფორმაცია, რომელიც ინახება ქუქი-ფაილებში, რომლებიც დაყენებულია თქვენს მოწყობილობებში.
(გ) ინფორმაცია მესამე მხარის წყაროებიდან - ჩვენ შეიძლება მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ საჯაროდ და კომერციულად ხელმისაწვდომი წყაროებიდან, კანონით დაშვებულ ფარგლებში. ჩვენ შეიძლება, ასევე, მივიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მესამე მხარის სოციალური ქსელების სერვისებიდან, როცა დაუკავშირდებით ასეთ სერვისებს, მაგალითად, როდესაც შეხვალთ თქვენს ანგარიშზე ჩვენს ვებსაიტებზე თქვენი Facebook ან Twitter ანგარიშით.
2) როგორ იყენებს Huawei პერსონალურ მონაცემებს
ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები შემდეგისთვის:
(ა) თქვენი შეკვეთების დავალებების შესასრულებლად, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველსაყოფად, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გააქტიურებისა და შემოწმებისთვის, თქვენი მოთხოვნით ცვლილებების შესატანად და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად;
(ბ) თქვენთან დასაკავშირებლად, თქვენთვის პოტენციურად საინტერესო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის გამოსაგზავნად, თქვენი თანხმობით თქვენთვის Huawei-ს აქციებში და მარკეტინგულ გამოკითხვებში მონაწილეობის მისაღებად მოწვევების გამოსაგზავნად ან თქვენთვის პირდაპირი მარკეტინგული ინფორმაციის მოსაწოდებლად თქვენი პირდაპირი თანხმობით; თუ არ გსურთ ასეთი ინფორმაციის მიღება, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააუქმოთ მისი გამოწერა;
(გ) თქვენთვის ინფორმაციის გამოსაგზავნად სისტემის ან პროგრამის ხელმისაწვდომი განახლებების შესახებ და ასეთი განახლებების შესასრულებლად;
(დ) თქვენთვის პერსონალიზებული სერვისის უზრუნველსაყოფად და შიგთავსის პერსონალიზაციისთვის, ასევე, თქვენი გაყიდვის შემდგომი სერვისების გააქტიურებისთვის;
(ე) შიდა აუდიტის ჩასატარებლად, მონაცემთა ანალიზისა და შესწავლისთვის, ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
(ვ) ჩვენი ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობისა და საბაზრო წილის ანალიზისთვის;
(ზ) მომხმარებელთა კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და თქვენთვის მოწოდებული სერვისის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
(თ) პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული სერვისების განსახორციელებლად იმ შემთხვევაში, თუ გამოგვიგზავნით ინფორმაციას შეცდომების შესახებ;
(ი) თქვენ მიერ ატვირთული ან ჩამოტვირთული მონაცემების და ამისათვის საჭირო მონაცემების სინქრონიზაციისთვის, გაზიარებისა და შენახვისთვის; და
(კ) ჩვენი დანაკარგების თავიდან აცილების და ანტითაღლითური პროგრამების გასაუმჯობესებლად.
3) მდებარეობაზე დაფუძნებული სერვისები
როდესაც წვდომა გაქვთ სერვისებზე, რომლებიც მდებარეობის ინფორმაციას იყენებს, მაგალითად, როდესაც ეძებთ ინფორმაციას, აკეთებთ ნავიგაციას ან ამოწმებთ ამინდს კონკრეტული რეგიონისთვის, შესაძლოა Huawei–მ შეაგროვოს, გამოიყენოს და დაამუშაოს თქვენი მოწყობილობის მდებარეობის ზუსტი ან მიახლოებითი ინფორმაცია. ეს საშუალებას აძლევს Huawei-ს, მოგაწოდოთ ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები. შეგროვილ ინფორმაციას შორის შეიძლება იყოს თქვენი მოწყობილობის საიდენტიფიკაციო ნომრები (IMEI, ESN, MEID და SN), ტიპი, მოდელი და რეალური დროის ინფორმაცია მდებარეობის შესახებ (მათ შორის GPS, Wi-Fi-ის მეშვეობით მიღებული და თქვენი სერვისის პროვაიდერის ქსელის ID). Huawei აგროვებს მდებარეობის ინფორმაციას, მდებარეობაზე დაფუძნებული პროდუქტებისა და სერვისების უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების მიზნით.
შეიძლება გკითხოთ თითოეულ სერვისში, გსურთ თუ არა მდებარეობის სერვისების ჩართვა. შეგიძლიათ არ გაგვიზიაროთ თქვენი მდებარეობის ინფორმაცია, მოწყობილობებში მდებარეობის სერვისების გამორთვის გზით. დეტალური ინფორმაციისთვის მდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების გამორთვის წესის შესახებ დაუკავშირდით თქვენს ოპერატორს ან სერვისის პროვაიდერს.
4) არაიდენტიფიცირებადი ინფორმაციის შეგროვება და გამოყენება
„არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია“ არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც არ შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტული ადამიანის საიდენტიფიკაციოდ. Huawei-მ შეიძლება შეაგროვოს აგრეგირებული სტატისტიკური ინფორმაცია, მათ შორის, ჩვენი ვებსაიტის ვიზიტორების რაოდენობა. Huawei აგროვებს ამ ინფორმაციას, რომ გაიგოს, როგორ იყენებს ხალხი თქვენს ვებსაიტს, პროდუქტებს ან სერვისებს. ამ გზით Huawei-ს შეუძლია გააუმჯობესოს და მიზნობრივი გახადოს ჩვენი სერვისები, რათა უკეთ დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა მოთხოვნები. Huawei-მ შეიძლება, საკუთარი შეხედულებისამებრ, შეაგროვოს, გამოიყენოს, დაამუშავოს და გადასცეს, ან გაამჟღავნოს არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია სხვა მიზნებისთვის.
ჩვენ ვცდილობთ ცალ-ცალკე შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და არაიდენტიფიცირებადი ინფორმაცია და დამოუკიდებლად გამოვიყენოთ თითოეული ტიპის ინფორმაცია. პერსონალური მონაცემების არაიდენტიფიცირებად ინფორმაციასთან გაერთიანების შემთხვევაში, ასეთი გაერთიანებული მონაცემები დამუშავდება, როგორც პერსონალური მონაცემები, სანამ გაერთიანებულია.
1) ქუქი-ფაილები
რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ვებსაიტები სწორად მუშაობს, ზოგჯერ ვათავსებთ პატარა მონაცემთა ფაილებს თქვენს კომპიუტერებში ან მობილურ მოწყობილობებში, რომლებიც ქუქი-ფაილების სახელითაა ცნობილი. ქუქი–ფაილი მარტივი ტექსტური ფაილია, რომელიც შენახულია თქვენს კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში ვებსაიტის სერვერის მიერ და მხოლოდ იმ სერვერს შეუძლია ამ ქუქი–ფაილის მასალის მოპოვება ან წაკითხვა. თითოეული ქუქი-ფაილი უნიკალურია თქვენი ვებ-ბრაუზერისთვის ან მობილური აპლიკაციისთვის. ის შეიცავს გარკვეულ ინფორმაციას, როგორიცაა იდენტიფიკატორი, საიტის სახელი, გარკვეული ციფრები და სიმბოლოები. ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტებს, დაიმახსოვრონ ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი პარამეტრები ან თქვენს საყიდლების კალათაში არსებული ერთეულები.
ვებსაიტების ან ინტერნეტის სერვისის პროვაიდერების დიდი ნაწილი ამას აკეთებს ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ქუქი-ფაილები საშუალებას აძლევს ვებსაიტს, „დაგიმახსოვროთ“ როგორც ერთჯერადი ვიზიტის დროს („სესიის ქუქი-ფაილის“ გამოყენებით), ასევე მრავალჯერადი ვიზიტის დროს („მუდმივი ქუქი-ფაილის“ გამოყენებით). ქუქი-ფაილების დახმარებით ვებსაიტი თქვენს პარამეტრებს იმახსოვრებს – ენას, შრიფტის ზომას და სხვა პარამეტრებს, თუ როგორ გსურთ გამოჩნდეს ვებსაიტი კომპიუტერში ან მობილურ მოწყობილობაში. ამრიგად, თქვენ არ დაგჭირდებათ პარამეტრების ხელახლა შეყვანა, როცა საიტზე დაბრუნდებით. თუ ვებსაიტი არ იყენებს ქუქი–ფაილებს, ყველი გვერდი, რომელზეც გადახვალთ ვებსაიტზე, გამოჩნდება, როგორც ახალი. მაგალითად, როდესაც სისტემაში შესასვლელ მონაცემებს შეიყვანთ და გადახვალთ სხვა გვერდზე, ვებსაიტი ვერ გიცნობთ და სისტემაში შესული აღარ იქნებით.
Huawei არ იყენებს ქუქი-ფაილებს სხვა მიზნებით, გარდა ამ დოკუმენტში მითითებულია მიზნებისა. შეგიძლიათ აკონტროლოთ ან წაშალოთ ქუქი–ფაილები. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ AboutCookies.org. შეგიძლიათ თქვენს კომპიუტერებში უკვე არსებული ყველა ქუქი-ფაილი წაშალოთ და ბრაუზერების უმრავლესობა დააყენოთ ისე, რომ ქუქი-ფაილები დაიბლოკოს. თუმცა, ასე თუ გააკეთებთ, ზოგიერთი სასურველი პარამეტრის ხელით მოწყობა დაგჭირდებათ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ საიტს ესტუმრებით. დეტალური ინფორმაციისთვის ბრაუზერის პარამეტრების შეცვლის წესის შესახებ გადადით შემდეგ ჰიპერბმულებზე: <Internet Explorer>, <Google Chrome>, <Mozilla Firefox>, <Safari>,და <Opera>.
2) ვებ-შუქურები და პიქსელური ტეგები
ქუქი-ფაილების გარდა, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ მსგავსი ტექნოლოგიები - ვებ-შუქურები და პიქსელური ტეგები. ჩვეულებრივ, Huawei-ს მიერ თქვენთვის გამოგზავნილი ელწერილი შეიცავს „დაწკაპუნებად URL“-ს, რომელიც მიბმულია Huawei-ს ვებსაიტზე არსებულ შიგთავსზე. თუ დააწკაპუნებთ ბმულზე, Huawei აღრიცხავს დაწკაპუნებას, რათა შეისწავლოს თქვენი სასურველი პარამეტრები ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებში და გააუმჯობესოს ჩვენი მომხმარებელთა მომსახურების სამსახური. ვებ-შუქურა ჩვეულებრივ წარმოადგენს გამჭვირვალე გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც განთავსებულია საიტზე ან ელწერილში. პიქსელური ტეგები საშუალებას გვაძლევს, გავგზავნოთ ელწერილები სპეციალური ფორმატით, რომლის საშუალებითაც გავიგებთ, გაიხსნა თუ არა ელწერილი. თუ არ გსურთ მოხდეს თქვენი აღრიცხვა ასეთი ტექნოლოგიების მიერ, შეგიძლიათ გააუქმოთ ელწერილების გამოწერა ნებისმიერ დროს.
3) სიგნალები „არ აღრიცხო“
ბევრ ვებ-ბრაუზერს აქვს ფუნქცია „არ აღრიცხო“, რომელიც აგზავნის სიგნალებს „არ აღრიცხო“ მომხმარებლების მიერ გახსნილ ვებსაიტებზე. ამჟამად, არ არსებობს თანხმობა ინტერნეტ სტანდარტების შემუშავების წამყვან ორგანიზაციებს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დამუშავდეს ასეთი მიღებული სიგნალები ვებსაიტების მიერ. თუმცა, ჩვენ ვიცავთ ოფციას „არ აღრიცხო“, რომელიც შეიძლება დაყენებული გქონდეთ ბრაუზერში.
Huawei არ ყიდის თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარეებზე. თუმცა, Huawei–მ შეიძლება გაასაჯაროოს პერსონალური მონაცემები შემდეგ სიტუაციებში:
1) გამჟღავნება თქვენი პირდაპირი თანხმობით - თქვენი თანხმობის მიღების შემთხვევაში Huawei-მ შეიძლება გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემები თქვენ მიერ მითითებულ მხარეებს და თქვენ მიერ არჩეული გზით.
2) გამჟღავნება Huawei-ს აფილიატებისთვის - თქვენი პერსონალური მონაცემები გაზიარდება Huawei-ს აფილიატებს შორის და, პრინციპული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გავუმჟღავნებთ ჩვენს აფილიატებს მინიმალურ აუცილებელ მოცულობაზე მეტ ინფორმაციას.
3) გამჟღავნება ავტორიზებული კოოპერატიული პარტნიორებისთვის („ჩვენი პარტნიორებისთვის„) - Huawei-ს შეიძლება მოუწიოს თქვენთვის სერვისების უზრუნველყოფა ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. შესაბამისად, Huawei-მ შეიძლება გაუზიაროს თქვენი პერსონალური მონაცემების ნაწილი ჩვენს პარტნიორებს, მომხმარებელთა მომსახურების და სერვისის საერთო ხარისხის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, როდესაც გადაწყვეტთ Huawei პროდუქტების ონლაინ შეძენას, Huawei-ს დასჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემების შესაბამისი ლოგისტიკური სერვისის პროვაიდერებისთვის გაგზავნა, რათა მათ პროდუქტები მოგაწოდონ, ან ჩვენს პარტნიორებს თქვენთვის სხვა სერვისების მოწოდების საშუალება მიეცეს. თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ მითითებული, პირდაპირ განსაზღვრული და კანონიერი მიზნებით და მონაცემების მოცულობა შეზღუდულია მინიმუმით, რომელიც აუცილებელია განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. Huawei-ს არცერთ შვილობილ კომპანიას და პარტნიორს არ აქვს უფლება, გამოიყენოს გაზიარებული პერსონალური მონაცემები სხვა მიზნებით.
4) პერსონალური მონაცემების გამჟღავნება კანონის სავალდებულო მოთხოვნებით ან სხვა გონივრულად აუცილებელი მიზეზით: Huawei-მ შეიძლება გაამჟღავნოს თქვენი პერსონალური მონაცემები, როცა ეს აუცილებელია კანონის, სამართლებრივი პროცედურის, სასამართლო პროცესის შესაბამისად ან საჯარო, სამთავრობო ორგანოების მოთხოვნით. ზოგიერთ იურისდიქციაში თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება ასევე გამჟღავნდეს ტრანზაქციის მხარეებთან Huawei-ს რეორგანიზაციის, შერწყმის ან გადახდისუუნარობის გამო ლიკვიდაციის შედეგად გამოწვეულ სიტუაციებში. ჩვენ შეიძლება, ასევე, გავამჟღავნოთ თქვენი ინფორმაცია გონივრულად აუცილებელ სიტუაციებში, მათ შორის ჩვენი წესებისა და პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად და ჩვენი მომხმარებლების დაცვის მიზნით.
Huawei-ს წესებისა და პირობების შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მართოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, როგორიცაა თქვენი პერსონალური ანგარიშის რეგისტრაციის ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით, თქვენ უნდა უზრუნველყოთ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემების სიზუსტე. Huawei გონივრულ ზომებს იღებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თქვენი მონაცემების სიზუსტე, სისრულე და აქტუალობა.
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე, კანონით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით. თუ ქვეყანაში ან იურისდიქციაში გათვალისწინებულია კონკრეტული უფლებები კონფიდენციალურობასთან და ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენ დავიცავთ ამ უფლებებს. თუ გსურთ გამოიყენოთ მონაცემებზე წვდომის თქვენი უფლება, გვაცნობეთ ამის შესახებ ელფოსტით: consumer_privacy@huawei.com. უსაფრთხოების მიზნით, შესაძლოა, მოგეთხოვოთ მოთხოვნის წერილობით გაფორმება.
გარდა ამისა, თქვენ უფლება გაქვთ, წაშალოთ ან შეასწოროთ ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომელიც შეიძლება ინახებოდეს ჩვენთან. თქვენი მოთხოვნით, Huawei წაშლის ან შეასწორებს ინფორმაციას თქვენი მითითებების შესაბამისად. ამისათვის დაგვიკავშირდით ელფოსტით: consumer_privacy@huawei.com. თუმცა, ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ მოთხოვნების დამუშავებაზე, თუ დასაბუთებულად ვივარაუდებთ, რომ მოთხოვნა შესრულებულია არაკეთილსინდისიერად, უკიდურესად არაპრაქტიკულია ან რომლისთვისაც წვდომა სხვაგვარად არ მოითხოვება ადგილობრივი კანონმდებლობით.
Huawei სერიოზულად უდგება თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცავთ ინდუსტრიის სტანდარტულ პრაქტიკას თქვენი პერსონალური მონაცემების არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების, გამოყენების, შეცვლის, დაზიანებისა და დაკარგვისგან დასაცავად. ჩვენ ყველა გონივრულ და პრაქტიკულ ზომას ვიღებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, მაგალითად: ჩვენ ვიყენებთ დაშიფვრას მონაცემების კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად; ჩვენ ვიყენებთ დაცვის სანდო მექანიზმებს მონაცემების მავნე თავდასხმებისგან დასაცავად; ჩვენ დანერგილი გვაქვს ვიზიტების კონტროლის მექანიზმები, რომლებიც მხოლოდ ავტორიზებულ პერსონალს აძლევს პერსონალურ მონაცემებზე წვდომის საშუალებას; ჩვენ უზრუნველვყოფთ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხის მნიშვნელობის გააზრებას ჩვენი თანამშრომლების მიერ, უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებზე ტრენინგების ჩატარების გზით.
ჩვენ ყველა გონივრულ და პრაქტიკულ ზომას ვიღებთ იმისათვის, რომ შევზღუდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ ადექვატური და რელევანტური მოცულობით. ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალური მონაცემებს მხოლოდ იმ პერიოდით, რომელიც აუცილებელია წინამდებარე პოლიტიკაში აღწერილი მიზნების მისაღწევად და არ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს უფრო ხანგრძლივი პერიოდით, თუ შენახვა უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მოითხოვება ან არ არის ნებადართული კანონით. მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიღებთ ყველა შესაძლო ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არ არსებობს 100% დაცული და გაუტეხავი უსაფრთხოების ზომები.
ჩვენი პროდუქტები, ვებსაიტები და სერვისები ძირითადად განკუთვნილია ზრდასრულებისთვის. ბავშვებს არ შეუძლიათ საკუთარი სამომხმარებლო ანგარიშების შექმნა მშობლების/მეურვეების თანხმობის გარეშე. თუ ბავშვის პერსონალური მონაცემების შეგროვება ხდება კანონის მოთხოვნების შესაბამისად ან მშობლების თანხმობით, ჩვენ გამოვიყენებთ და გავამჟღავნებთ ასეთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონით დაშვებულ ფარგლებში, მშობლების თანხმობით, ადგილობრივი კანონებისა და ნორმების შესაბამისად ან ბავშვის დაცვის მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი „ბავშვი“ შეიძლება სხვადასხვანაირად განიმარტებოდეს მოქმედი კანონებისა და ადგილობრივი კულტურული ჩვევების შესაბამისად, ტერმინში „ბავშვი“ ჩვენ ვგულისხმობთ 13 წელზე ნაკლები ასაკის ნებისმიერ პირს.
თუ Huawei-სთვის ცნობილი გახდება, რომ მან შეაგროვა ბავშვის პერსონალური მონაცემები მშობლების დადასტურებადი თანხმობის მიუღებლად, იგი ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაშალოს ინფორმაცია.
ეფექტური ვიზიტის უზრუნველსაყოფად და სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, თქვენ შეიძლება მიიღოთ შიგთავსი ან ინტერნეტ ჰიპერბმულები გარე მესამე მხარეებისგან და არა Huawei-ს ან ჩვენი პარტნიორებისგან („მესამე მხარეები“). Huawei არ აკონტროლებს მესამე მხარეებს და თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ, გახსნით თუ არა ჰიპერბმულებს ან შიგთავსს და გამოიყენებთ თუ არა მათ სერვისებსა და პროდუქტებს.
Huawei-ს არ შეუძლია გააკონტროლოს მესამე მხარეების კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის ზომები, ასევე, ასეთი ზომები არ დარეგულირდება წინამდებარე პოლიტიკით. თუ თქვენ ნებაყოფლობით წარუდგენთ მესამე მხარეებს ინფორმაციას, გაეცანით მათ კონფიდენციალურობის დაცვის წესებს.
Huawei–ს პროდუქტები და სერვისები შეიძლება მოწოდებული იყოს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონსა და ქვეყანაში განთავსებული რესურსებისა და სერვისების საშუალებით. შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაცემულ იქნეს ან გაიხსნას იმ ქვეყნის საერთაშორისო საზღვრებს გარეთ, სადაც ჩვენს პროდუქტებს ან სერვისებს იყენებთ. ამ ქვეყნებს შეიძლება არ ქონდეთ კანონმდებლობა, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად, ან შეიძლება მათი მონაცემთა დაცვის განაწესი განსხვავებული იყოს. ასეთ შემთხვევაში Huawei უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების იმავე დონის ადექვატურ დაცვას, როგორიც მოითხოვება ყველა მოქმედი კანონითა და ნორმით. მაგალითად, Huawei-მ შეიძლება შეასრულოს თქვენი მონაცემების გადაცემა საერთაშორისო მასშტაბით თქვენი თანხმობის საფუძველზე ან განახორციელოს უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა ანონიმიზაცია, მონაცემების საზღვრის გარეთ გადაცემამდე.
Huawei უფლებას იტოვებს, რეგულარულად განაახლოს ან შეცვალოს წინამდებარე პოლიტიკა. Huawei შეგატყობინებთ ცვლილებების შესახებ სხვადასხვა არხებით. ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ჩვენ გამოვაქვეყნებთ განახლებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას ჩვენს ვებსაიტზე (http://consumer.huawei.com). ჩვენ შეიძლება, ასევე, გამოგიგზავნოთ ცალკე შეტყობინება (მაგ., ელექტრონული შეტყობინება) ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილების შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ Huawei Consumer Cloud Services-ების ფარგლებში იმ პირების პერსონალურ ინფორმაციას, რომლებიც ცხოვრობენ ევროპული ეკონომიკური სივრცის წევრ ქვეყნებში ან შემდეგ სახელმწიფოებში – შვეიცარია, ალბანეთი, ანდორა, ბოსნია, ფარერის კუნძულები, გიბრალტარი, გრენლანდია, მაკედონია, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, სან-მარინო, სერბეთი, ვატიკანი, იაპონია, კორეა, აშშ, კანადა – აკონტროლებს Huawei Technologies Deutschland, GmbH., ხოლო Huawei-ს ონლაინ მაღაზიას www.hihonor.com/us აკონტროლებს Huawei Device USA, Inc.
შეკითხვების, კომენტარების ან შემოთავაზებების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელფოსტით consumer_privacy@huawei.com ან გამოგვიგზავნეთ წერილი ჩვენი ერთ-ერთი საერთაშორისო ოფისის მისამართზე. ჩვენი ოფისების მდებარეობების სრული სია იხილეთ ჩვენს ვებსაიტზე:
http://www.huawei.com/en/contact-us
მნიშვნელოვანი შეტყობინება - Huawei-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკის ადგილობრივი ენის ვერსია შეიძლება განსხვავდებოდეს ამ ვერსიისგან ადგილობრივი კანონებისა და ენის თავისებურებების გამო. განსხვავებების შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება ადგილობრივი ენის ვერსიას.
ბოლო განახლება: 2016 წ. სექტემბერი
საავტორო უფლება © Huawei Device Co., Ltd. 2016. ყველა უფლება დაცულია