1. ჩვენ შესახებ
HiSuite-სა და მასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებსა და ფუნქციებს (ერთობლივად „სერვისები“) მართავს Huawei Device Co., Ltd., ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია, რეგისტრირებული ოფისის მისამართით No. 2 Xincheng Road, Songshan Lake District, Dongguan, Guangdong Province, China (შემდგომში „Huawei“, „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“). ამ შეთანხმებაში (როგორც განსაზღვრულია ქვემოთ) „თქვენ“ და „მომხმარებელი“ გულისხმობს ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს „სერვისებით“ და/ან მათზე წვდომა აქვს.
2. შეთანხმების მიზანი
მოცემული მომხმარებლის შეთანხმება, კონფიდენციალურობის შეტყობინება და დებულება (რომლის სანახავად შეგიძლიათ თქვენს ტელეფონში გახსნათ HiSuite > ინფო) და სერვისებში გამოქვეყნებული ან ხელმისაწვდომი სხვა დებულებები და ინფორმაცია (ერთობლივად „შეთანხმება“) არის თქვენთვის მოქმედი წესები და პირობები სერვისების გამოყენებასთან და მასზე წვდომასთან დაკავშირებით. შეთანხმებიდან შეიტყობთ, თუ ვინ ვართ ჩვენ, როგორ მოგაწვდით სერვისებს, სერვისებთან დაკავშირებით რომელი აქტივობებია დაშვებული და რომელი — დაუშვებელი, როგორ უნდა მოიქცეთ სერვისის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, ასევე სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ შეთანხმება. სერვისების გამოყენებით თქვენ სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას აფორმებთ ჩვენთან. თუ თქვენ არ ეთანხმებით შეთანხმებას, არ უნდა ისარგებლოთ სერვისებით.
3. გამოყენების უფლება
ნებისმიერ სერვისზე წვდომისთვის და სერვისის გამოყენებისთვის თქვენ უნდა იყოთ 18 წლის ან მეტის, ან სრულწლოვანი იმ სამართლებრივ იურისდიქციაში, რომელშიც ცხოვრობთ. თუ არ ხართ 18 წელს ან სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, იმისათვის რომ გამოიყენოთ სერვისები, საჭიროა თქვენი სახელით თქვენი მშობლის ან მეურვის თანხმობა შეთანხმების პირობებზე.
4. სერვისებზე წვდომა
ჩვენ განიჭებთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არაგადაცემად, არაქველიცენზირებად და გაუქმებად ლიცენზიას სერვისებით სარგებლობისთვის და მათზე წვდომის მისაღებად, რომელიც ექვემდებარება და შეესაბამება ამ შეთანხმებას.
5 სერვისი
Windows კომპიუტერებისთვის მოწოდებულია შემდეგი სერვისები:
(1) ჩემი მოწყობილობები: შესაძლებელია იმპორტი, ექსპორტი, წაშლა და განახლება კონტაქტების, SMS-ების, სურათების, ვიდეოებისა და ფაილების თქვენს ტელეფონში, აპების განახლება და ამოინსტალირება და კონტაქტების და ღონისძიებების სინქრონიზება Outlook-დან.
(2) მონაცემთა დარეზერვება: შესაძლებელია კონტაქტების, SMS-ის, ზარების ჟურნალის, შენიშვნების, ჩანაწერების, ღონისძიებების, მუსიკის, ვიდეოების, დოკუმენტების, აპებისა და მონაცემების, სისტემური მოწყობილობებისა და პაროლის საცავის დარეზერვება.
(3) მონაცემების აღდგენა: შესაძლებელია ზემოთ ნახსენები დარეზერვებული მონცემების აღდგენა.
(4) სისტემის განახლებები: შესაძლებელია სისტემის განახლება და დაბრუნება ტელეფონში. სისტემის მომარაგების უზრუნველსაყოფად დროულად უნდა განახლოთ სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა.
(5) სისტემის შეკეთებები: გაწვდით სისტემის შეკეთების ფუნქციას. თუ თქვენს ტელეფონს შეექმნება სისტემური პრობლემა, მაგალითად, ვერ მოხერხდება მისი ჩართვა, გირჩევთ, გამოიყენოთ ეს ფუნქცია სისტემის შეკეთებისთვის.
Mac პლატფორმებისთვის მოწოდებულია შემდეგი სერვისები:
(1) ჩემი მოწყობილობები: მისი გამოყენებით შესაძლებელია: კონტაქტების, SMS-ების, სურათების, ვიდეოებისა და ფაილების იმპორტი, ექსპორტი, წაშლა და განახლება თქვენს ტელეფონში.
(2) მონაცემთა დარეზერვება: საშუალებას გაძლევთ დაარეზერვოთ კონტაქტები, SMS-ები, ზარების ჟურნალი, შენიშვნები, ჩანაწერები, მოვლენები, მუსიკა, ვიდეოები, დოკუმენტები, აპები და მონაცემები, სისტემური მოწყობილობები და პაროლის საცავი.
(3) მონაცემების აღდგენა: საშუალებას გაძლევთ აღადგინოთ მონაცემები ზემოთ ნახსნები სარეზერვო ასლებიდან.
სერვისები გამიზნულია მხოლოდ ტელეფონებისთვის, რომლებიც გაშვებულია ოფიციალური ოპერაციული სისტემები. Huawei არ იძლევა სერვისის ხარისხის გარანტიას მათთვის, ვინც იყენებს არაოფიციალურ ოპერაციულ სისტემას.
თქვენთვის სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად მოგიწოდებთ, რეგულარულად შეამოწმოთ გაქვთ თუ არა სერვისების უახლესი ვერსია, რაც განახლდება პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიხედვით.
6. გამოყენების პირობები
სერვისებზე წვდომითა და მათი გამოყენებით თქვენ ვალდებულებას იღებთ და თანხმდებით, ეს გააკეთოთ კანონიერად, ეთიკური პრინციპების დაცვით და შეთანხმების შესაბამისად. მოცემულით თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ არ გამოიყენებთ სერვისებს ისეთი მასალების გადაგზავნის ან საქმიანობისთვის, რომელიც არის არაკეთილსინდისიერი, ცილისმწამებლური, მავნე, საზიანო, უხამსი, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, დევნასთან დაკავშირებული, სკანდალური, სიძულვილის აღმძვრელი, წამქეზებელი, მუქარის შემცველი, არაკორექტული, პორნოგრაფიული, კონფიდენციალურობის დამრღვევი ან სხვაგვარად შეურაცხმყოფელი თქვენ მიერ სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, რაც ხელს უწყობს უკანონო საქმიანობას, ასახავს სქესობრივი ხასიათის სურათებს, ხელს უწყობს ძალადობას, ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს, არის უკანონო და შეუძლია მიაყენოს ან აყენებს ზიანს ნებისმიერ პირს ან ქონებას, შეიძლება წარმოშვას რაიმე სახის სამოქალაქო ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოქმედი კანონების შესაბამისად, მათ შორის, მაგრამ არა მარტო, ნებისმიერი მასალა, რომელიც თქვენ არ გაქვთ უფლება გამოაქვეყნოთ ან გაავრცელოთ, ან სადაც ასეთი გამოქვეყნება ან გავრცელება არღვევს კონფიდენციალურობის ვალდებულებებს და/ან მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს.
წინამდებარე დოკუმენტით თქვენ ეთანხმებით შემდეგს და ვალდებულებას იღებთ:
(1) არ წაშალოთ საავტორო უფლება, სავაჭრო ნიშანი ან სხვა საფირმო შეტყობინება სერვისების რომელიმე ნაწილში თქვენი ან სხვების სახელით.
(2) არ განახორციელოთ სერვისების სრული ან ნაწილობრივი კვლავწარმოება, ცვლილებების შეტანა ან მოდიფიკაცია და არ დართოთ სერვისების ან მათი ნაწილის გაერთიანების ან ჩართვის უფლება ნებისმიერ სხვა პროგრამაში;
(3) არ მიიღოთ ან არ ეცადოთ მიიღოთ არაავტორიზებული წვდომა, ან არ დაარღვიოთ სერვისების ნებისმიერი ასპექტი ან მათთან დაკავშირებული სისტემები და ქსელები;
(4) არ დაშალოთ, არ განახორციელოთ დეკომპილირება, რეკონსტრუქცია ან დერივაციული სამუშაოების წარმოება სერვისებზე სრულად ან მის ნაწილზე, ან არ შეეცადოთ მსგავსი ქმედებების განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამგვარი ქმედებები არ შეიძლება აკრძალული იყოს მოქმედი კანონმდებლობით;
(5) არ გაავრცელოთ, არ განახორციელოთ ლიცენზირება, იჯარით გაცემა, გაყიდვა, გადაყიდვა, ტრანსლირება, საჯაროდ ჩვენება, საჯაროდ შესრულება, გადაგზავნა, სტრიმინგი, გადაცემა ან სერვისების სხვაგვარად გამოყენება;
(6) არ უზრუნველყოთ სერვისების სრულად ან ნაწილობრივ (მათ შორის ობიექტისა და წყაროს კოდის) მიწოდება ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობა ნებისმიერი პირისთვის ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
(7) არ დაუშვათ სხვისი სახელით მოქმედება ან მოტყუება ან საკუთარი პიროვნების ან იურიდიული პირის სხვაგვარად არასწორი წარმოდგენა;
(8) არ გამოიყენოთ სერვისები (ან მათი რომელიმე ნაწილი) ნებისმიერი უკანონო ხერხით, ნებისმიერი უკანონო მიზნისათვის, ან ამ შეთანხმების შეუსაბამოდ, ან არ იმოქმედოთ თაღლითურად ან ბოროტად, მათ შორის და არა მარტო, ჰაკერობის ან მავნე კოდის, მათ შორის, ვირუსების, ან მავნე მონაცემების ჩასმის გზით, სერვისებში (ან სერვისებთან დაკავშირებულ საიტებზე) ან ოპერაციულ სისტემაში;
(9) არ დაარღვიოთ ჩვენი ან ნებისმიერი მესამე მხარის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები თქვენ მიერ სერვისების ხელმისაწვდომობასთან ან/და გამოყენებასთან დაკავშირებით;
(10) არ განახორციელოთ მომხმარებელთა ინფორმაციის შეგროვება, ან სხვაგვარად წვდომა სერვისებზე ან ჩვენს სისტემებზე ავტომატური საშუალებების გამოყენებით ან არ განახორციელოთ იმ სერვერებზე ან სერვერებიდან ნებისმიერი გადაცემის გაშიფვრა, რომლებზეც გაშვებულია სერვისები;
(11) არ შეიმუშაოთ, არ განახორციელოთ მხარდაჭერა და არ გამოიყენოთ პროგრამა, მოწყობილობები, სკრიპტები, რობოტები ან სხვა საშუალებები ან პროცესები (მათ შორის, შემგროვებლები, ბრაუზერის მოდულები და დანამატები, ან სხვა ტექნოლოგია ან ხელით მუშაობა) სერვისებიდან ინფორმაციის მისაღებად ან პროფილებისა და მონაცემების სერვისებიდან დასაკოპირებლად;
(12) არ გამოიყენოთ სერვისები კომერციული მიზნებით ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
(13) არ გამოიყენოთ სერვისები ნებისმიერი უკანონო საქმიანი გარიგებების შესრულებისთვის, როგორიცაა ცეცხლსასროლი იარაღის, ნარკოტიკების, უკანონო ნივთიერებების, პირატული პროგრამული უზრუნველყოფის ან სხვა აკრძალული ნივთების გაყიდვა;
(14) არ წარმოადგინოთ ინფორმაცია აზარტული თამაშების შესახებ ან სხვა პირები წააქეზოთ ნებისმიერი საშულებით თამაშისაკენ;
(15) არ მოითხოვოთ სხვისი კუთვნილი სარეგისტრაციო ინფორმაცია ან ანგარიშზე წვდომა;
(16) არ მიიღოთ მონაწილეობა ფულის გათეთრებაში, უკანონო ფულადი კრედიტების გაცემაში, ან პირამიდული გაყიდვების სქემებში;
(17) არ შეეცადოთ, ხელი შეუწყოთ ან წაახალისოთ ამ შეთანხმების (ან მისი რომელიმე ნაწილის) ნებისმიერი დარღვევა; და
(18) არ გამოიყენოთ სერვისები, რომლებმაც ნებისმიერი ფორმით შეიძლება დააზიანოს, გამორთოს, გადატვირთოს, დაარღვიოს სერვისები, ჩვენი სისტემები ან უსაფრთხოება, განახორციელონ მათი კომპრომეტირება, ან ხელი შეუშალონ სხვა მომხმარებლებს ან სხვა მხარის კომპიუტერულ სისტემებს, ან განახორციელონ უკანონო შეღწევა ან მიიღონ სერვისებზე, Huawei-ს შიგთავსზე (განსაზღვრული ქვემოთ) ან მონაცემებზე არაავტორიზებული წვდომა.
7. Huawei-ს შიგთავსის გამოყენება
Huawei და/ან მისი ლიცენზიარები იტოვებენს ყველა უფლებას, საკუთრების უფლებასა და ინტერესს ინფორმაციაზე (ნებისმიერი ფორმით, მათ შორის და არა მარტო ტექსტური, გრაფიკული, ვიდეო და აუდიო), სურათებზე, გამოსახულებებზე, აპებზე, დიზაინებზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, სკრიპტებზე, პროგრამებზე, საავტორო უფლებაზე, სავაჭრო ნიშნებზე, სავაჭრო დასახელებებზე, ლოგოებზე და სხვა მასალებსა და მომსახურებებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სერვისებში თუ მათი საშუალებით, მისი გარეგნული მხარისა და ფუნქციების ჩათვლით (ერთობლივად „Huawei-ს შიგთავსი“). თქვენ მიერ რომელიმე სერვისით სარგებლობა და/ან მასზე წვდომა არ განიჭებთ თქვენ ან სხვა პირს საკუთრების ან სხვა უფლებებს სერვისებზე ან მათ შიგთავსზე, თუ შეთანხმებაში სხვა რამ არ არის მითითებული.
დაუშვებელია Huawei-ს შიგთავსში ცვლილებების შეტანა, ასლების გაკეთება, ამონარიდების ამოღება, შეცვლა ან რამის დამატება, ასევე მისი გაყიდვა, კოპირება, გავრცელება ან მასზე ლიცენზიის გაცემა, ან Huawei-ს შიგთავსის რაიმე სახით არასწორად გამოყენება. თუ გსურთ, ხელახლა გამოაქვეყნოთ, ამოიღოთ, კვლავ აწარმოოთ, გაავრცელოთ ან სხვაგვარად გამოიყენოთ რამე ჩვენი შიგთავსიდან, წინასწარ უნდა დაგვიკავშირდეთ და მიიღოთ Huawei-ის წერილობითი თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმებაში ცალსახად სხვაგვარად არის მითითებული. ეს არ უნდა ლახავდეს თქვენს რომელიმე უფლებას, რომელსაც მოქმედი სავალდებულო კანონების საფუძველზე ფლობთ.
თუ თვლით, რომ სერვისები ან სერვისების რომელიმე ნაწილი არღვევს საავტორო უფლებას, სავაჭრო ნიშანს, პატენტს, სავაჭრო საიდუმლოს ან ინტელექტუალური საკუთრების სხვა უფლებას, ან თუ სერვისებთან დაკავშირებით სხვა პრეტენზიები გაქვთ, გთხოვთ, ამის შესახებ შეგვატყობინოთ საკონტაქტო ინფორმაციის საშუალებით, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმებაში.
8. თქვენი შიგთავსი
თქვენ გააგრძელებთ თქვენი შიგთავსის ფლობას ტექსტთან, დოკუმენტებთან, სურათებთან, ფოტოებთან ან სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ატვირთავთ, გამოაქვეყნებთ ან სხვაგვარად გადასცემთ სერვისებში ან სერვისების მეშვეობით (ერთობლივად „თქვენი შიგთავსი“). თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს შიგთავსზე.
9. სერვისების მონიტორინგი
თქვენ აცნობიერებთ იმას, რომ, მოქმედი კანონებისა და ნორმების შესაბამისად, ჩვენ ვიტოვებთ შესაბამისი ზომების მიღების უფლებას იმისათვის, რომ ვმართოთ და გავაუმჯობესოთ სერვისები (მათ შორის და არა მარტო, თაღლითობის თავიდან აცილების, რისკების შეფასების, კვლევისა და მომხმარებელთა დახმარების მიზნით), რათა უზრუნველვყოთ თქვენ მიერ შეთანხმების დაკმაყოფილება და დავიცვათ ნებისმიერი მოქმედი კანონი ან სასამართლოს, ადმინისტრაციული სააგენტოს ან სხვა სამთავრობო ორგანოს ნებისმიერი ბრძანება ან მოთხოვნა და დასკვნა.
10. კონფიდენციალურობა და მონაცემთა შეგროვება
სერვისების საიმედოობისა და თქვენი ტრანსაქციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად Huawei შეაგროვებს და დაამუშავებს თქვენს პერსონალურ ინფორმაციას კონფიდენციალურობის შეტყობინებისა და სერვისების შესახებ დებულების შესაბამისად.
11. პასუხისმგებლობის უარყოფა
„სერვისები“ განკუთვნილია მხოლოდ თქვენთვის და მესამე მხარემ არ უნდა გამოიყენოს ისინი. თქვენ თანახმა ხართ, რომ Huawei და მისი აფილირებული კომპანიები, თანამდებობის პირები, დირექტორები, თანამშრომლები, კონტრაქტორები, აგენტები, გადახდების გარე პროვაიდერები, პარტნიორები, ლიცენზიარები და დისტრიბუტორები (ერთობლივად, „Huawei-ს მხარეები“) არ აგებენ პასუხს არანაირ ზარალზე, რომელიც გამოწვეული იქნება სერვისების ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენებით.
თქვენ მიერ სერვისების გამოყენება შეიძლება გაურკვეველი პერიოდით შეწყდეს, დაყოვნდეს ან შეფერხდეს, ჩვენი კონტროლის მიღმა არსებული მიზეზების გამო. თქვენ ეთანხმებით იმას, რომ Huawei-ს მხარეები არ იქნებიან პასუხისმგებელნი არანაირი პრეტენზიის შემთხვევაში, რომელიც წარმოიშობა ამგვარი შეწყვეტების, დაყოვნებების, შეფერხებების ან მსგავსი გაუმართაობების გამო ან მათთან დაკავშირებით.
მოქმედი კანონმდებლობით მაქსიმალურად დაშვებულ ფარგლებში, Huawei-ს მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თქვენ ან სხვა პირის წინაშე არანაირ ზიანზე, თუ თქვენ ვერ ახერხებთ სერვისებით სარგებლობას ან მათზე წვდომას შემდეგი მიზეზებით:
(1) სერვისების ნებისმიერი შეჩერება ან შეწყვეტა Huawei-ს მიერ ტექნიკური მომსახურების სამუშაოების ჩასატარებლად ან სისტემების, პროგრამული თუ აპარატული უზრუნველყოფის განახლებების განხორციელება;
(2) იმ სისტემის ან საკომუნიკაციო ქსელის დაყოვნება ან გაუმართაობა, რომელსაც ფლობს ან მართავს Huawei-სგან განსხვავებული პირი;
(3) Huawei-სა და მისი მესამე მხარის გადახდის სერვისის პროვაიდერებს შორის დადებული ხელშეკრულების ან სხვა შეთანხმების შეჩერება, გაუქმება ან შეწყვეტა;
(4) შეცდომები ან შეფერხებები ჰაკერების თავდასხმების ან უსაფრთხოების სხვა მსგავსი დარღვევის შედეგად; ან
(5) ნებისმიერი სხვა მიზეზი, რომელიც Huawei-ს გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება.
„სერვისები“ მოწოდებულია პრინციპით „როგორც არის“ და „რამდენადაც ხელმისაწვდომია“, რაიმე სახის თავდებობის ან დამოწმების გარეშე. მოქმედი კანონმდებლობით მაქსიმალურად დაშვებულ ფარგლებში, Huawei-ს მხარეები უარს ამბობენ ყოველგვარ გარანტიაზე, პირობაზე, იქნება ის გამოხატული თუ ნაგულისხმევი და არ იღებენ არანაირ თავდებობას, ვალდებულებას და არ იძლევიან დაპირებას ან გარანტიას: (ა) ნებისმიერი შიგთავსის სისრულესთან ან სიზუსტესთან, სანდოობასთან ან დროულობასთან დაკავშირებით, რომელიც სერვისებზე ან მათი საშუალებით არის ხელმისაწვდომი; (ბ) რომ სერვისები ან სერვერ(ებ)ი, რომელიც მათ ჰოსტს წარმოადგენს, არ შეიცავს დეფექტებს, შეცდომებს, ვირუსებს, ხარვეზებს ან სხვა საზიანო ელემენტებს; (გ) რომ ნებისმიერი სერვისის მუშაობის ან ფუნქციონალის ნებისმიერი დეფექტი გამოსწორდება; (დ) სერვისების სპეციფიკურ ფუნქციებთან, თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ან მათზე წვდომის საშუალებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის სანდოობასთან, ხარისხთან ან სიზუსტესთან დაკავშირებით; (ე) სერვისების უსაფრთხოებასთან ან მათ უშეცდომო მუშაობასთან დაკავშირებით; (ვ) სერვისების სანდოობასთან, ხარისხთან, სიზუსტესთან, ხელმისაწვდომობასთან, ან თქვენი საჭიროებების დაკმაყოფილების, გარკვეული პროდუქტის მოწოდების ან გარკვეული შედეგების მიღწევის უნართან დაკავშირებით. Huawei-ს მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი რაიმე დანაკარგზე ან ზიანზე, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არის გამოწვეული სერვისების ან თქვენ (ან სხვა პირის) მიერ სერვისების გამოყენების და/ან მათზე წვდომის საშუალებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობის, მისი გამოყენების ან ინტერპრეტაციის შედეგად.
ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა უფლებას, კონტრაქტის საფუძველზე გამოირიცხოს ან შეიზღუდოს გარკვეული სახის გარანტიები, თავდებობები ან პასუხისმგებლობები. თუ ეს კანონები გეხებათ, შეიძლება ზემოაღნიშნული გამორიცხვებიდან და შეზღუდვებიდან ზოგიერთი ან არცერთი არ გეხებოდეთ. შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც გავლენას მოახდენდა უფლებებზე, რომლებიც თქვენ, როგორც მომხმარებელს, კანონიერად გაქვთ და რომელთა შეცვლას ან თავიდან აცილებასაც შეუძლებელია ხელშეკრულების მეშვეობით შეთანხმებით.
12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
თქვენს იურისდიქციაში მოქმედი კანონით მაქსიმალურ დაშვებულ ფარგლებში, თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობა და მათზე წვდომა მხოლოდ თქვენი პასუხისმგებლობით ხდება და Huawei-ს მხარეები ცალსახად გამორიცხავენ ყველა სახის პასუხისმგებლობას, დანაკარგს ან ზიანს, რომელიც თქვენ ან სხვა პირმა განიცადეთ, იქნება ეს ხელშეკრულების, დელიქტის (დაუდევრობის ჩათვლით) თუ სხვა თეორიის საფუძველზე, ქვემოთ მოცემულთაგან რომელიმე შემთხვევაში:
(ა) მოგების, შემოსავლის, მონაცემების ან რეპუტაციის დანაკარგი;
(ბ) განსაკუთრებული, არაპირდაპირი ან თანმხლები დანაკარგი ან ზარალი.
შეთანხმების შეზღუდვები და გამონაკლისები იმოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად, იცოდა თუ არა ან უნდა სცოდნოდა თუ არა Huawei-ს აქედან გამომდინარე მოსალოდნელი დანაკარგების შესახებ.
თუ უკმაყოფილო დარჩებით „სერვისების“ რომელიმე ასპექტით, თქვენ მხოლოდ ის შეგიძლიათ, რომ შეწყვიტოთ „სერვისებით“ სარგებლობა და მათზე წვდომა. ზემოაღნიშნულ შეზღუდვებთან წინააღმდეგობის გარეშე და თქვენს იურისდიქციაში მოქმედი კანონმდებლობით მაქსიმალურად დაშვებულ ფარგლებში, Huawei-ს მხარეების პასუხისმგებლობის საერთო ჯამი თქვენ ან სხვა პირის წინაშე ნებისმიერი პრეტენზიის, საჩივრის, პასუხისმგებლობის, ვალდებულების, ზარალის, დანაკარგის და ხარჯისთვის, იქნება ეს ხელშეკრულების, დელიქტის (დაუდევრობის ჩათვლით) თუ სხვა თეორიის საფუძველზე, არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებს 50,00 ევროს.
ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ იძლევა უფლებას, კონტრაქტის საფუძველზე გამოირიცხოს ან შეიზღუდოს გარკვეული სახის გარანტიები, თავდებობები ან პასუხისმგებლობები. თუ ეს კანონები გეხებათ, შეიძლება ზემოაღნიშნული გამორიცხვებიდან და შეზღუდვებიდან ზოგიერთი ან არცერთი არ გეხებოდეთ და თქვენ დამატებითი უფლებები გქონდეთ. შეთანხმებაში არაფერია ისეთი, რაც გავლენას მოახდენდა უფლებებზე, რომლებიც თქვენ, როგორც მომხმარებელს, კანონიერად გაქვთ და რომელთა შეცვლას ან თავიდან აცილებასაც შეუძლებელია ხელშეკრულების მეშვეობით შეთანხმებით.
13. შეწყვეტა თქვენ მიერ
შეგიძლიათ შეწყვიტოთ შეთანხმება სერვისების გამოყენების შეწყვეტით.
14. შეწყვეტა და შეჩერება Huawei-ს მიერ
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერ დროს, დროებით ან სამუდამოდ შეგიჩეროთ, გაგიუქმოთ, შეგიზღუდოთ წვდომა სერვისებზე ან მათ ნაწილ(ებ)ზე ისე, რომ არ ავიღოთ პასუხისმგებლობა რომელიმე ინდივიდუალურ პირთან ან მესამე მხარესთან დაკავშირებით. ჩვენ ვეცდებით შეგატყობინოთ, სანამ ამას გავაკეთებთ. თუმცა, შეიძლება წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაუყოვნებლივ, სამუდამოდ ან დროებით შეგიზღუდოთ, გაგიუქმოთ, ან შეგიჩეროთ წვდომა სერვისებზე ან მათ ნაწილზე შემდეგ გარემოებებში:
(1) თუ თქვენ დაარღვევთ, ან Huawei ჩათვლის, რომ აპირებთ დაარღვიოთ შეთანხმება, მათ შორის შეთანხმებაში ჩართული ნებისმიერი ხელშეკრულება, დებულება ან სახელმძღვანელო მითითება;
(2) თუ თქვენ ან თქვენი სახელით მოქმედი სხვა პირი თაღლითურ ან უკანონო ქმედებებს ახორციელებს, ან აწვდის Huawei-ს ყალბ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას;
(3) სამართალდამცავი ან სხვა სამთავრობო ორგანოების მოთხოვნის საპასუხოდ, მოქმედი სამართლებრივი პროცესის საფუძველზე;
(4) გადაუდებელი სარემონტო სამუშაოს ან სისტემების ან აპარატურის გადაუდებელი განახლების შემთხვევაში; ან
(5) მოულოდნელად წარმოშობილი ტექნიკური, დაცვის, საქმიანი ან უსაფრთხოების მიზეზების გამო.
შეთანხმების მოქმედების ვადის გასვლა ან შეწყვეტა არ ახდენს გავლენას შეთანხმების იმ დებულებებზე, რომელთა შესახებაც აღნიშნულია, რომ უნდა განაგრძონ მოქმედება ან ძალაში დარჩნენ ვადის მოწურვის ან მისი შეწყვეტის შემდეგაც და არ ეწინააღმდეგება რომელიმე შეძენილ უფლებას ან მოვალეობას, ან რომელიმე უფლებას ან მოვალეობას, რომელიც უნდა შენარჩუნდეს ამგვარი დეაქტივაციის ან შეწყვეტის შემდეგ.
ნებისმიერი პირობა, რომელიც პირდაპირი ფორმულირებით ან ნაგულისხმევად ძალაში რჩება ამ შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ, ძალაში დარჩება მის შემდეგ, სანამ არ შესრულდება ეს პირობები ან სანამ ამ პირობის ნაგულისხმევი ვადა არ ამოიწურება.
15. ამ შეთანხმების ცვლილებები
Huawei მუდმივად აახლებს, ცვლის და აუმჯობესებს სერვისებს. Huawei-მ შეიძლება დაამატოს ან ამოშალოს ფუნქციონალები ან ფუნქციები, დააწესოს ახალი შეზღუდვები სერვისებისთვის, ან დროებით ან სამუდამოდ შეაჩეროს ან შეწყვიტოს რომელიმე სერვისი. Huawei-ს ასევე ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს შეთანხმება სერვისებში შეტანილი განახლებების საფუძველზე.
ჩვენ გონივრული დროით ადრე შეგატყობინებთ სერვისებში ან შეთანხმებაში მოსალოდნელი ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენებს ან არსებითად შეუზღუდავს მათ სერვისებზე წვდომას ან მათ გამოყენებას. შეთანხმებაში ისეთი მოდიფიკაციების შემთხვევაში, რომელთა შეტანაც უსაფრთხოების, დაცულობის, სამართლებრივი ან სარეგულაციო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად არის საჭირო, შეიძლება ვერ მოვახერხოთ ზემოაღნიშნული ვადების დაცვა და ამ ცვლილებების შესახებ გაცნობებთ, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება.
16. ზოგადი პირობები
„სერვისებმა“ ან მესამე მხარეებმა შეიძლება მოგაწოდოთ სხვა ვებსაიტების ან რესურსების ბმულები. თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი ამგვარი გარე ვებსაიტების ან რესურსების ხელმისაწვდომობაზე და არ ვიწონებთ და არ ვართ პასუხისმგებელი ამგვარ ვებსაიტებზე ან რესურსებზე არსებულ ან მათგან ხელმისაწვდომ რაიმე შიგთავსზე, რეკლამაზე, პროდუქტზე ან სხვა მასალაზე. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი არანაირ ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოდ გამოწვეულია ამგვარ ვებსაიტებზე ან რესურსებზე არსებული ან მათი საშუალებით ხელმისაწვდომი შიგთავსის, საქონლის ან სერვისების გამოყენებით ან მათი მეშვეობით.
შეთანხმებაში არაფერი უნდა ინტერპრეტირდეს ისე, თითქოს მყარდება პარტნიორობის ან სააგენტოს ურთიერთობა თქვენსა და Huawei-ს შორის და არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს უფლება ან უფლებამოსილება, აიღოს რაიმე სავალო პასუხისმგებლობა ან ხარჯი, ან გააფორმოს კონტრაქტი ან სხვა სახის გარიგება, მეორის სახელით.
Huawei არ არის პასუხისმგებელი შეთანხმებით ან სერვისების დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე ან მათი შესრულების დაყოვნებაზე, რაც გამოწვეულია ან განპირობებულია ფაქტორებით, რომლებიც Huawei-ს გონივრულ კონტროლს არ ექვემდებარება.
Huawei-ს შეუძლია მივანიჭოთ, ქვეკონტრაქტით გადავცეთ ან ახლით შევცვალოთ შეთანხმებაში მითითებული ჩვენი ნებისმიერი უფლება და ვალდებულება.
თუ შეთანხმების რომელიმე დებულებას კომპეტენტური იურისდიქციის სასამართლო ან სხვა კომპეტენტური ორგანო მიიჩნევს იურიდიული ძალის არმქონედ, ძალადაკარგულად ან შეუსაბამოდ, ის წაიშლება შეთანხმებიდან, ხოლო შეთანხმების ყველა დანარჩენი დებულება რჩება ძალაში.
ეს შეთანხმება წარმოადგენს მთლიან შეთანხმებას თქვენსა და ჩვენს შორის „სერვისებთან“ დაკავშირებით და თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით იმას, რომ თქვენ არ დებთ ამ შეთანხმებას რაიმე განცხადების, გარანტიის ან ვალდებულების საფუძველზე, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ შეთანხმებით და რომ არავინ გაიძულებთ ამას.
17. მარეგულირებელი კანონი და იურისდიქცია
ამ შეთანხმების ფორმულირება, ინტერპრეტირება და ფუნქციონირება რეგულირდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონმდებლობით. თქვენ და Huawei თანხმდით, რომ წინამდებარე შეთანხმება ხელმოწერილია ლონგანგის ოლქში, შენჟენი, გუანდუნის პროვინცია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. შეთანხმების შესრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს. მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში ნებისმიერ მხარეს შეუძლია შეიტანოს სარჩელი სათანადო იურისდიქციის სახალხო სასამართლოში, შეთანხმების ხელმოწერის ადგილის მიხედვით.
თუ თქვენ ხართ მომხმარებელი, რომელიც ევროკავშირის ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენ ისარგებლებთ იმ ქვეყნის კანონმდებლობის ნებისმიერი სავალდებულო დებულებით, რომელშიც ცხოვრობთ. წინამდებარე შეთანხმებაში, მათ შორის წინა პუნქტში, არაფერია ისეთი, რაც გავლენას მოახდენს თქვენს, როგორც მომხმარებლის უფლებებზე, დაეყრდნოთ ადგილობრივი კანონმდებლობის ამგვარ სავალდებულო დებულებებს. ევროკომისია უზრუნველყოფს დავების მოგვარების ონლაინ პლატფორმას, რომელზეც წვდომა შეგიძლიათ აქ: http://ec.europa.eu/consumers/odr/. თუ გსურთ გვაცნობოთ თქვენი საკითხის შესახებ, დაგვიკავშირდით.
18. ჩვენთან დაკავშირება
ეთანხმებასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე hisuite@huawei.com.
